WESTERN UNION-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება კალიფორნიის რეზიდენტებისთვის

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი კალიფორნიაში მცხოვრები მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე და ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, შევინახოთ, დავიცვათ, გავამჟღავნოთ და გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მომხმარებლის კონფიდენციალურობის შესახებ კალიფორნიის 2018 წლის კანონის („CCPA“) შესაბამისად. გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოცემული დამატება კალიფორნიის რეზიდენტებისთვის („დამატება“) ვრცელდება კალიფორნიის რეზიდენტებზე და, გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან დაკავშირებით, განკუთვნილია CCPA-ს მოთხოვნების შესასრულებლად.

თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებისას ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენ შესახებ, როგორც ნებადართულია მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, გრემის-ლიჩის-ბილის კანონით). პერსონალური ინფორმაციის ქვემოთ აღწერილ კატეგორიებზე ვრცელდება CCPA. დამატებითი ინფორმაციისთვის პერსონალური ინფორმაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა შეგროვდა თქვენ შესახებ, გთხოვთ, მიჰყვეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ამ ბმულს.

 

პერსონალური ინფორმაციის შეგროვება

გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, Western Union-მა შესაძლოა შეაგროვა ქვემოთ მოცემული კატეგორიების პერსონალური ინფორმაცია მითითებული კატეგორიების წყაროებიდან; შესაძლოა, ეს ინფორმაცია გაზიარდა აღწერილი კატეგორიების მესამე მხარეებთან, განსაზღვრული ბიზნეს მიზნებისთვის. წყაროების კატეგორიები, მესამე მხარეების კატეგორიები, კომერციული და ბიზნეს მიზნები აღწერილია გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში და ქვემოთ.

პერსონალური ინფორმაციის კატეგორიებიწყაროების კატეგორიებიბიზნეს და კომერციული მიზნებიმესამე მხარეების კატეგორიები
იდენტიფიკატორები: მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახელი, საფოსტო მისამართი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; წარმოდგენილი დაბადების თარიღი; სოციალური პროფილის და ქსელის ინფორმაცია; IP მისამართი; მოწყობილობის იდენტიფიკატორი; მობილური სარეკლამო იდენტიფიკატორი; ქუქი-ფაილები; სიგნალები და პიქსელური ტეგები.·   თქვენ

·   ჩვენი ვებსაიტი

·   აფილირებული, შვილობილი კომპანიები ან მომწოდებლები

·   მობილური აპლიკაციები

·   აუდიტი

·   უსაფრთხოების მიზნები

·   მომსახურებების გაწევა

·   ხარისხის მიზნები

·   ავთენტიფიკაცია

·   ანალიტიკა

·   ვებტრაფიკის ანალიზი

·   რეკლამა

·   პრომო-აქციების ანალიზი

·   უსაფრთხოება

·   სამთავრობო ორგანიზაციები

·   პროფესიული სერვისების ორგანიზაციები

·   რეკლამა და სოციალური ქსელები

·   მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები

·   ჩვენი აფილირებული და შვილობილი კომპანიები

ინტერნეტის და სხვა ელექტრონული ქსელის აქტივობის ინფორმაცია: მათ შორის ჰოსტი, რომლიდანაც ახორციელებთ წვდომას ინტერნეტზე, ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მოწყობილობის მახასიათებლები, პარამეტრები, აპლიკაციები, შენახვის და გამოყენების ინფორმაცია), მობილური აპლიკაცია, ბრაუზერი და ოპერაციული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტებზე წვდომის თარიღი და დრო და იმ საიტის მისამართი, რომლიდანაც გადმოხვედით ჩვენს ვებსაიტზე.·   თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენება

·   აფილირებული, შვილობილი კომპანიები ან მომწოდებლები

·   თქვენ მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენება

·   სოციალური მედიის ქსელები ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები

·   სარეკლამო ქსელები

·   აუდიტი

·   უსაფრთხოების მიზნები

·   გამართვა

·   ხანმოკლე გამოყენება

·   მომსახურების გაწევა

·   შიდა კვლევა და განვითარება

·   ხარისხის მიზნები

·   ავთენტიფიკაცია

·   ანალიტიკა

·   ვებტრაფიკის ანალიზი

·   რეკლამა

·   პრომო-აქციების ანალიზი

·   უსაფრთხოება

·   სამთავრობო ორგანიზაციები

·   პროფესიული სერვისების ორგანიზაციები

·   რეკლამა და სოციალური ქსელები

·   ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერები

·   მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები

·   ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

·   ჩვენი აფილირებული და შვილობილი კომპანიები

გეოლოკაციის მონაცემები: შეიძლება შეგროვდეს თქვენი მოწყობილობებიდან, თუ ეს ფუნქცია ჩართულია·   თქვენ მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენება·   აუდიტი

·   უსაფრთხოების მიზნები

·   ხანმოკლე გამოყენება

·   შიდა კვლევა და განვითარება

·   ხარისხის მიზნები

·   უსაფრთხოება

·   რეკლამა და სოციალური ქსელები

·   მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები

·   ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

წყაროების კატეგორიები: გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, შესაძლოა, Western Union-ის მიერ მოხდა თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შემდეგი კატეგორიების წყაროებიდან:

  • თქვენ: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია პირდაპირ თქვენგან, მაგალითად, ტრანზაქციების ფორმების და Western Union-ის აგენტებთან და პარტნიორებთან თქვენი ურთიერთობის შედეგად, ან კლიენტთა მხარდაჭერის და კონსულტაციების გაწევისას, მათ შორის ელფოსტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ქოლ-ცენტრების ან პირდაპირი ჩატის მეშვეობით;
  • თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენება: ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენგან ან თქვენი მოწყობილობიდან თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენების პროცესში, მათ შორის ონლაინ ფორმების, ლოიალობის და დაჯილდოების პროგრამებში ან კონკურსებზე რეგისტრაციის და ჩვენ მიერ შემოთავაზებული სხვა სერვისების მეშვეობით (ზოგიერთ ასეთ სერვისს შესაძლოა მართავდეს მესამე მხარე Western Union-ის სახელით) ან ავტომატიზებული საშუალებებით, როგორიცაა კომუნიკაციების პროტოკოლები, ელფოსტით კომუნიკაცია და ქუქი-ფაილები ან მსგავსი ტექნოლოგიები, როგორც აღწერილია გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „ინტერნეტ-ტექნოლოგიები“;
  • აფილირებული, შვილობილი კომპანიები ან მომწოდებლები: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ ჩვენი აფილირებული, შვილობილი კომპანიებისგან ან მომწოდებლებისგან, რომლებიც ჩვენი სახელით ახორციელებენ მომსახურების გაწევას;
  • თქვენ მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენება: ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენგან ან თქვენი მოწყობილობიდან თქვენ მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენების პროცესში (ზოგიერთ ასეთ აპლიკაციას შეიძლება მართავდეს მესამე მხარე Western Union-ის სახელით);
  • სოციალური მედიის ქსელები ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სოციალური მედიიდან ან მონაცემების სხვა საჯარო წყაროებიდან; და
  • სარეკლამო ქსელები: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სარეკლამო ქსელებიდან, რათა შევძლოთ თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდება, რომელიც, ჩვენი აზრით, თქვენთვის საინტერესო იქნება.

ბიზნესმიზნები: გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, შესაძლოა, Western Union-მა თქვენი პერსონალური ინფორმაცია გააზიარა შემდეგი ბიზნესმიზნებისთვის:

  • აუდიტი: რომელიც დაკავშირებულია თქვენთან ჩვენს ურთიერთობასთან და ნებისმიერ თანმხლებ ტრანზაქციასთან, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, რეკლამის ნახვების დათვლასთან, პოზიციონირების და ხარისხის შემოწმებასთან და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებასთან;
  • უსაფრთხოების მიზნები: უსაფრთხოების ინციდენტების დადგენა, მავნე, შეცდომაში შემყვანი, თაღლითური ან უკანონო საქმიანობისგან დაცვა და შესაბამის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სარჩელის აღძვრა;
  • გამართვა: გამართვა ისეთი შეცდომების იდენტიფიცირებისა და გასწორების მიზნით, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი სისტემების ფუნქციონალობაზე;
  • ხანმოკლე გამოყენება: ხანმოკლე, დროებითი გამოყენება, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, ჩვენთან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში ნაჩვენები რეკლამების კონტექსტური მორგება;
  • მომსახურებების გაწევა: გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი მიზნების გარდა, ანგარიშების შენარჩუნება ან მომსახურება, კლიენტთა მომსახურების გაწევა, გზავნილებისა და ტრანზაქციების დამუშავება ან შესრულება, თქვენი ინფორმაციის შემოწმება, გადახდების დამუშავება, საფინანსო, სარეკლამო ან მარკეტინგული მომსახურებების, ანალიტიკური ან მსგავსი მომსახურებების გაწევა;
  • შიდა კვლევა და განვითარება: შიდა კვლევების ჩატარება ტექნოლოგიური განვითარებისა და დემონსტრირებისთვის; და
  • ხარისხის მიზნები: სერვისების ხარისხის ან უსაფრთხოების შესამოწმებლად ან შესანარჩუნებლად და სერვისების გასაუმჯობესებლად, განსაახლებლად ან გასაძლიერებლად აუცილებელი აქტივობების შესრულება.

მესამე მხარეების კატეგორიები: გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, შესაძლოა, Western Union-მა თქვენი პერსონალური ინფორმაცია გააზიარა შემდეგი კატეგორიების მესამე მხარეებთან:

  • სამთავრობო ორგანოები: სამთავრობო ორგანოები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები;
  • პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები: პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, როგორიცაა იურიდიული კომპანიები და დამოუკიდებელი აუდიტორები;
  • სარეკლამო და სოციალური ქსელები: სარეკლამო და სოციალური ქსელები (რომლებმაც შეიძლება გააერთიანონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საკუთარ ჩანაწერებთან და სხვა წყაროებიდან ხელმისაწვდომი ჩანაწერებთან საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის);
  • ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები;
  • მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები;
  • ოპერაციული სისტემები და პლატფორმები; და
  • ჩვენი აფილირებული და შვილობილი კომპანიები.

 

პერსონალური ინფორმაციის გაყიდვა

Western Union არ ყიდის თქვენს პერსონალური ინფორმაციას მესამე მხარეებზე ფულის სანაცვლოდ.  Western Union მონაწილეობს სარეკლამო, მარკეტინგულ და ანალიტიკურ პროგრამებში, რომელთაგან ჩვენ და ჩვენი სახელშეკრულებო მესამე მხარეები შეიძლება ვიღებდეთ სარგებელს; ასეთი გაცვლა შეიძლება წარმოადგენდეს „გაყიდვას“ მოქმედი კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ პროგრამებში მონაწილოებისას, გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, Western Union-ის მიერ შესაძლოა მოხდა თქვენი პერსონალური ინფორმაციის „მიყიდვა“ მესამე მხარეებისთვის, შემდეგი მონაცემების ჩათვლით:

  • იდენტიფიკატორები: საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; და
  • ინტერნეტის და სხვა ელექტრონული ქსელის აქტივობის ინფორმაცია: აქტივობის ინფორმაცია, მათ შორის ჰოსტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც წვდომა გაქვთ ინტერნეტზე, თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის სარეკლამო ID, ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მოწყობილობის მახასიათებლები, პარამეტრები, აპლიკაციები, ინფორმაციის შენახვა და გამოყენება), მობილურის აპლიკაციები, ბრაუზერი და ოპერატიული სისტემის კომპიუტერული პროგრამა, სოციალური პროფილი და ქსელის ინფორმაცია, თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტის წვდომის თარიღი და დრო, იმ ვებსაიტის მისამართი, საიდანაც ჩვენს ვებსაიტს უკავშირდებით, როცა აქ შემოდიხართ.

 

კალიფორნიის რეზიდენტების უფლებები

კალიფორნიის რეზიდენტებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარეებზე მიყიდვის აკრძალვა. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვის აკრძალვის უფლების გამოსაყენებლად, გთხოვთ, მიჰყვეთ ამ ბმულს https://wuprod.service-now.com/wu_privacy ან გაგზავნოთ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა, როგორც აღწერილია ზემოთ, გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება და თქვენი არჩევანის შეცვლა“.

გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ კალიფორნიის რეზიდენტი, შესაძლოა გქონდეთ უფლება, 12 თვეში ორჯერ მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია შევაგროვოთ თქვენ შესახებ გასული 12 თვის განმავლობაში და, ასევე, პერსონალური ინფორმაციის თითოეული კატეგორიისთვის მოითხოვოთ შემდეგი მონაცემები:

  • რა კატეგორიის წყაროებიდან შეგროვდა შესაბამისი ინფორმაცია;
  • ჩვენი ბიზნეს ან კომერციული მიზანი(ნები), რისთვისაც შეგროვდა ინფორმაცია;
  • რომელი კატეგორიის მესამე მხარეებზე მოხდა ინფორმაციის გაყიდვა ან გამჟღავნება ბიზნეს მიზნით; და
  • ბიზნეს ან კომერციული მიზანი(ნები), რისთვისაც გავყიდეთ ან გავამჟღავნეთ ინფორმაცია.

შესაძლოა, ასევე გქონდეთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენ მიერ თქვენგან შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის წაშლა. როგორც კი დაადასტურებთ, რომ ხართ კალიფორნიის რეზიდენტი, შეგიძლიათ გაგზავნოთ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება და თქვენი არჩევანის შეცვლა“ მითითებული პირობების შესაბამისად, 12 თვეში ორჯერ.  მოთხოვნის მიღების შემდეგ Western Union დაადასტურებს მოთხოვნის მიღებას 10 დღის ვადაში და წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შევამოწმებთ თქვენს ვინაობას და დავამუშავებთ თქვენს მოთხოვნას. შემდეგ ვუპასუხებთ თქვენს მოთხოვნას 45 დღის ვადაში.

Western Union-ს არ შეუძლია ინდივიდუალური მომხმარებლების დაკავშირება ვებსაიტზე პასიურ ვიზიტებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შესაძლებლობაზე, ვუპასუხოთ გარკვეულ მოთხოვნებს. Western Union-მა მომხმარებლისთვის დანერგა შესაძლებლობა, მართოს ქუქი-ფაილები ჩვენს ვებსაიტებზე და იგი წაიკითხავს და ჩაწერს ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენი პრიორიტეტების საფუძველზე. ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტისას თქვენ დაინახავთ ბანერს ინსტრუქციით იმის შესახებ, თუ როგორ მართოთ თქვენი პრიორიტეტები.

შეგიძლიათ ასევე დანიშნოთ სპეციალური აგენტი, თქვენი სახელით პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის გასაფორმებლად. თუ აირჩევთ აგენტის დანიშვნას, შესაძლოა, საჭირო გახდეს, აგენტისთვის გააფორმოთ წერილობითი ნებართვა მოთხოვნის გასაკეთებლად და პირდაპირ ჩვენთან გაიაროთ თქვენი ვინაობის დადასტურების პროცედურა. ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ აგენტის მოთხოვნაზე, თუ ის არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ თქვენ მიანიჭეთ შესაბამისი უფლებამოსილება, იმოქმედოს თქვენი სახელით.

თქვენ უფლება გაქვთ, არ გახდეთ დისკრიმინაციის ობიექტი იმის გამო, რომ ისარგებლეთ რომელიმე უფლებით, რომელიც აღწერილია გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში ან ამ დამატებაში.

თუ ადრე გქონდათ შესრულებული ტრანზაქციები Western Union-ით, თქვენ გაქვთ დამატებითი უფლებები, ზემოთ მითითებული უფლებების გარდა, რომლებიც განმარტებულია აქ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

დაკავშირება დამატებითი ინფორმაციისთვის: თუ შეკითხვები ან შენიშვნები გაქვთ ჩვენს გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან და კონფიდენციალურობის წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „ჩვენთან დაკავშირება“ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.