WESTERN UNION-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება ბრაზილიის რეზიდენტებისთვის

ჩვენ ვზრუნავთ და ვიცავთ იმ ბრაზილიაში მყოფი მფლობელების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობაზე და ვცდილობთ დავამუშაოთ მათი პერსონალური მონაცემები მონაცემთა დაცვის ზოგადი კანონის („LGPD“) და ბრაზილიაში მოქმედი სხვა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. Western Union-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოცემული დამატება ბრაზილიაში მყოფი მფლობელებისთვის („დამატება“) ვრცელდება ინფორმაციის მფლობელებზე, რომლებიც ცხოვრობენ ბრაზილიაში და ასევე, სხვა მფლობელებზე, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ქვეყანაში პერსონალური მონაცემების შეგროვების მომენტში (ერთობლივად „ბრაზილიაში მყოფი მფლობელები“) და გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან ერთად, შემუშავებულია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამ დამატებაში წარმოდგენილი ინფორმაციის გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილ პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესი ძალა ენიჭება ამ დამატებაში მოცემულ ინფორმაციას.

Western Union-ის ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები (პერსონალური მონაცემების მაკონტროლებლები) ბრაზილიაში არიან: „Western Union Corretora de Câmbio SA“, დახურული კორპორაცია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Rua Iguatemi, 151, 9th floor, set 91, São Paulo / SP, CEP 01451-011, რეგისტრირებული CNPJ / ME ნომრით 13.728.156 / 0001-35; ასევე, „Banco Western Union do Brasil SA“, დახურული კორპორაცია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Rua Iguatemi, nº 151, 7th floor, set 72, São Paulo / SP, CEP 01451-011, რეგისტრირებული CNPJ / ME ნომრით 13.720.915 / 0001-13.

 

WESTERN UNION-ის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები

ბრაზილიაში მყოფი მფლობელების შემთხვევაში შეგროვდება იგივე პერსონალური მონაცემები, რომლებიც აღწერილია ზემოთ, შემდეგის გარდა:

  • ბრაზილიაში არ შეგროვდება ინფორმაცია ლოიალობის პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.

 

როგორ აგროვებს WESTERN UNION პერსონალურ მონაცემებს

ზემოაღნიშნული მეთოდების გარდა, Western Union-მა შესაძლოა ასევე შეაგროვოს თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი საშუალებებით:

  • საჯარო ორგანოებისა და უწყებების მიერ, როგორიცაა COAF, გამოგზავნილი სიები;

ელექტრონული გზით ან ფოსტით მიღებული სასამართლო ან სასამართლოგარეშე შეტყობინებები.

 

როგორ აგროვებს WESTERN UNION პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით გატარებული გონივრული საორგანიზაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომების გარდა, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სახელმწიფო კანონებსა და რეგულაციებს, ჩვენ ასევე ვიღებთ დაწესებულებაში შემუშავებულ შესაბამის ზომებს, ასე რომ ჩვენი აქტივობების მიმართ მოქმედი კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დაცვის მართვის პროგრამა მუდმივად გადაიხედება და ახლდება.

წვდომას შეგროვებულ ინფორმაციაზე მხოლოდ თანამშრომლები და ავტორიზებული პირები მიიღებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის უკიდურესი აუცილებლობა. იმ პირების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ შიდა წესებს, გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული, დისციპლინარული და სამართლებრივი სანქციები.

 

როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს

Western Union შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ:

  • დაგვეხმაროს თქვენთვის მომსახურების გაწევაში და პერსონალიზებული გამოცდილების უზრუნველყოფაში, რაც ითვალისწინებს ფულადი გადარიცხვის, გადახდის სერვისების ან წინასწარი გადახდის ბარათების მომსახურების გასაწევად აუცილებელი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას;
  • ამოგიცნოთ და ვიზიტის განმავლობაში მოგცეთ შესაძლებლობა, დარჩეთ თქვენს სესიასთან დაკავშირებული პაროლის ხელახლა შეყვანის საჭიროების გარეშე;
  • ჩაატაროს ანალიზი, რათა უკეთ აღიქვას ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნები, გააუმჯობესოს მათი გამოცდილება, რაც მოიცავს პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას ჩვენი პროდუქტების, ლოკაციების, სერვისების, ოპერაციების, ამ ვებსაიტის ფუნქციონირებისა და კლიენტთა გამოცდილების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად, მარკეტინგული კვლევის მიზნებთან ერთად;
  • დაადგინოს, Western Union-ში ბანერის რეკლამის გამო მოხვედით თუ აფილირებული კომპანიის ვებსაიტიდან;
  • მოგაწოდოთ თქვენი ინტერესების სფეროში შემავალი ინფორმაცია არა-Western Union-ის ვებსაიტებისა და აპლიკაციების შესახებ;
  • უკეთ შეაფასოს ჩვენი სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა და შეიტყოს, შეასრულეთ თუ არა რაუმე მოქმედება ჩვენი სარეკლამო შეტყობინებების საფუძველზე, ასევე, შეაფასოს მარკეტინგული ინვესტიციის სარგებელი და ბრენდით კმაყოფილების დონე;
  • ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას, შეამციროს ფინანსური რისკი და შეებრძოლოს თაღლითობას ჩვენს სერვისებში;
  • შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები, რომლებიც ვრცელდება Western Union-ზე, ასევე, დააკმაყოფილოს ისეთი მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნები, როგორიცაა BACEN და CVM, განსაკუთრებით ისინი რომლებიც ეხება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას; აღმოაჩინოს, თავიდან აიცილოს თაღლითობა და ქურდობა და აღძრას შესაბამისი სარჩელი, ასევე, თავიდან აიცილოს ჩვენი სერვისების უკანონო ან აკრძალული გამოყენება ან სხვა უკანონო ან მართლსაწინააღმდეგო აქტივობები; და
  • უპასუხოს სასამართლო ან სასამართლოგარეშე შეტყობინებებს, ასევე, დაიცვას ჩვენი უფლებები სასამართლო, ადმინისტრაციული ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების დროს.

Western Union-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი ინტერესების საფუძველზე ყოველთვის მოხდება მოსალოდნელ ფარგლებში და არასოდეს მიაყენებს ზიანს თქვენს ძირითად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოცემულ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღნიშნულის მიუხედავად, Western Union არ შეაგროვებს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამ დამატების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სხვა კანონიერი საფუძვლით, გარდა იმისა, რომელიც აღნიშნულია განყოფილებაში „ინფორმაცია ბავშვების პერსონალური მონაცემების შესახებ“.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი, ამ დოკუმენტში აღწერილმა ყველა მიზანმა იმოქმედოს ყველა მომხმარებლის მიმართ. ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულად იმ პროდუქტზე / სერვისზე, რომლითაც ისარგებლებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის იმ მიზნების შესახებ, რომლებიც ვრცელდება თქვენზე, დაუკავშირდით ჩვენს ზედამხედველს ამ განცხადების განყოფილებაში „როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ“ მითითებული მეთოდებით.

 

ინფორმაცია ბავშვების პერსონალური მონაცემების შესახებ

Western Union გამიზნულად არ აგროვებს და არ ინახავს ინფორმაციას ჩვენი საცალო ობიექტების, ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციებიდან, იმ პირების შესახებ, რომლებიც 12 წლამდე ასაკის არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაციის შეგროვების შემთხვევაში, მისი წარმოდგენა მოხდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის გაცემული კონკრეტული და ცალსახა თანხმობით, კანონის პირობების შესაბამისად.

 

თქვენი უფლებები და მათი გამოყენების წესი

ბრაზილიის კანონმდებლობის შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:

  1. ა) დაადასტუროთ Western Union-ის ან ჯგუფის ნებისმიერი კომპანიის მიერ დამუშავების ფაქტის არსებობა;

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „წვდომა მონაცემებზე“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ აპირებთ დამუშავების ფაქტის არსებობის დადასტურების უფლების გამოყენებას.

  1. ბ) მოითხოვოთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც ამუშავებს Western Union ან ჯგუფის ნებისმიერი კომპანია;

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „წვდომა მონაცემებზე“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ აპირებთ მონაცემებზე წვდომის უფლების გამოყენებას.

  1. გ) შეასწოროთ, განაახლოთ და/ან შეავსოთ თქვენი პერსონალური მონაცემები;

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „მონაცემების შესწორება“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომელი მონაცემების გასწორება გსურთ.

  1. დ) მოითხოვოთ არასაჭირო, ზედმეტი ან უკანონოდ დამუშავებული მონაცემების ანონიმიზაცია, დაბლოკვა ან მოცილება;

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „დამუშავების შეზღუდვა“ ან „მონაცემების წაშლა“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს არასაჭირო, ზედმეტი მოცულობით ან უკანონო გზით.

  1. ე) გააუქმოთ თქვენი თანხმობა, როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ასეთ სიტუაციაში;

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „მარკეტინგის დეაქტივაცია“ (Marketing Deactivation), თუ არსებობს, ან ბმულზე „კონფიდენციალურობის ზოგადი საკითხი“ (General Privacy Inquiry) და ასევე გვაცნობეთ „განცხადების აღწერაში“ (Application Description), რომელ აქტივობაზე გსურთ თქვენი თანხმობის გაუქმება.

  1. ვ) მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების გადატანა სხვა სერვისის ან პროდუქტის მომწოდებელთან, აშკარად გამოხატული მოთხოვნით;

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „მონაცემების გადატანა“.

  1. ზ) იცოდეთ, თუ ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს; და

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „წვდომა მონაცემებზე“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ აპირებთ ინფორმაციის მიღებას იმ პირების შესახებ, რომლებსაც Western Union უზიარებს თქვენს მონაცემებს.

  1. თ) მოითხოვოთ ავტომატიზებული გადაწყვეტილებების შემოწმება.

ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „დეაქტივაცია (ავტომატიზებული გადაწყვეტილება/პროფილის შექმნა)“, ასევე გვაცნობეთ, რომელი ავტომატიზებული გადაწყვეტილების შემოწმებას მოითხოვთ.

რეგისტრირებულ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ წვდომა ვებსაიტზე https://www.westernunion.com/br/pt/home.html და საკუთარი პროფილის პარამეტრების რედაქტირება.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის სახელმწიფო უწყებაში ან სხვა ორგანოში, რომელიც აღწერილია LGPD-ში (მაგალითად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოებში).

როცა ჩვენ მივიღებთ მოთხოვნას, ჩვენ შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ვინაობის დასადასტურებლად. ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება უარი ვთქვათ მოქმედებაზე ან შევზღუდოთ თქვენი უფლებები, როგორც ნებადართულია მოქმედი კანონით და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აგიხსნით თქვენი მოთხოვნის შეუსრულებლობის მიზნებს, მაგალითად, როდესაც მოთხოვნა ეხება სხვა მფლობელების პერსონალურ მონაცემებს და/ან დოკუმენტებს.

ასეთი უფლებების გამოსაყენებლად შედით გვერდზე https://wuprod.service-now.com/wu_privacy ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებაში „როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ“ მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენ ვეცდებით, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ან 15 დღის ვადაში ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა გავახანგრძლივოთ ეს პერიოდი, რათა სათანადოდ მოგემსახუროთ.

 

როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვკარგავთ თქვენს პირად მონაცემებს, გთხოვთ თქვენი მოთხოვნის რეგისტრაციას წერილობითი სახით. ჩვენ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნას და ჩვეულებრივ, გიპასუხებთ წერილობით, მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ, მათ შორის მიმართოთ ჩვენს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს:

Western Union-ის მონაცემთა დაცვის ინსპექტორს

ელფოსტა: wuprivacy@westernunion.com

უფასო ან ადგილობრივი სატელეფონო ნომრიდან ჩვენთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ ამ ბმულზე, რათა გაესაუბროთ WU-ს კლიენტთა მომსახურების სამსახურს: https://www.westernunion.com/br/pt/contact-us.html.

კონკრეტულ აპლიკაციაზე ან სერვისზე შეიძლება ვრცელდებოდეს სხვა, უფრო კონკრეტული კონფიდენციალურობის დებულებები. ასეთ შემთხვევაში კონკრეტულ კონფიდენციალურობის დებულებას უპირატესი ძალა ენიჭება ინფორმაციის შეუსაბამობის არსებობისას.